Sunday, March 19, 2017

დღე მეცხრე

    დამთავრდა ჩვენი ტრენინგი, გულახდილად ვამბობ, გული დამწყდა,  კიდევ,რომ გაგრძელებულიყო უკეთესად ვისწავლიდით. კომპიუტერი ხომ ულევი წყაროა,ერთს სწავლობ სხვისი სწავლის სურვილი გიჩნდება. საკმოდ კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ.
ვისთან ერთად არ გრცხვენია, თწვა , რომ არ იცი და დახმარება გინდა.
     ყველას ვულოცავ სერთიფიკატის მიღებას. მივაწვდინოთ ხოლმე ერთმანეთს ხმა.
     მადლობა ჩვენს ტრენერს, მან თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი.
     ნახვამდის მეოთხე მოდულამდე.

დღე მერვე

        დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო იყო. ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. აქამდე თუ დამთავრებას ველოდი, ახლა პირიქით ისე შემიტყუა,კიდევ მინდა გავაგრძელებდი.
        დღეს ვისაუბრეთ,თუ როგორ გადავიტანოთ შესრულებული დავალებები ჩვენს საქაღალდეებში, როგორ შევქმნათ ან წავშლოთ საქაღალდეები, რომელი დავალება რომელ საქაღალდეში უნდა ჩავაგდოთ. ველით ხვალინდელ დღეს.

Sunday, March 12, 2017

დღე მეშვიდე



   ,    მივდივართ ბოლოსკენ. მღელვარებაც  მატულობს.
   დღეს გავეცანით შეფასების ფორმებს, რუბრიკებს, ჩეკლისტებს და სხვა. გონებრივი        ინტელექტის დონის დასადგენად გავაკეთეთ ტესტი. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ,
 93 ქულა მოვაგროვე.
     ვიმუშავეთ გუგლიდან სურათების გადმოტანაზე ჩვენს ბლოგზე.
     მეტად საინტერესო დღე იყო

Saturday, March 11, 2017

დღე მეექვსე

 
 გავიხსენეთ წინა კვირას ნასწავლი მასალები. ჩვენს კითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხები. დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ბლოგებზე კომენტარის გაკეთების შესახებ, შევასრულეტ დავალება :"საავტორო უფლებების ტესტი", განვიხილეტ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი - MLA ფორმატი, ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივ ფორმატზე -APA.  გავიხსენეთ  POVERPOINTI  და მასში მუშაობა.
საქმე თადათან რთულდება.

Sunday, March 5, 2017

დღე მეხუთე

     დღეს ვისწავლეთ გუგლის ფორმების შედგენა, შენახვა და მისი გამოყენება. ვისაუბრეთ Gogle Form -ზე ,რომელიც ყველაზე გამოსაყენებადია სტატისტიკური მონაცემებისა  და სხვა მრავალი  ფუნქციისთვის. ვისწავლეთ ტესტების განთავსებაზე ინტერნეტში. სურათების გადაღებასა და შენახვა გაგზავნაზე საჭირო ადგილას.

Saturday, March 4, 2017

მეოთხე დღე

        მიმოვიხილეთ  წინა დღის დავალებები..კიდევ ერთხელ განვიხილეთ გეგმის შაბლონში საკითხი: "მიმართულების მიმცემი კითხვები".
        ახალი საკითხი მეტად საინტერესო იყო:  ვირტუალური საქაღალდე და მისი შესაძლებლობები, ინფორმაციის შენახვა ვირტუალურ საქაღალდეში, ახალი ფაილების
შექმნა და მათი შენახვა, გასაჯაროება თუ დამალვა. დრაივში მუშაობა და სხვა.

Sunday, February 26, 2017

დღე მესამე

  დღეს ჩვენ გავეცანით დოკუმენტებს, რომლებიც მოიცავენ მიმართულების მომცემ საკვანძო საკითხებს პროექტზე მუშაობისას, თუ რამდენი რამის გათვალისწინება სჭირდება სერიოზული პროექტის შექმნას.
   დღესვე ვივარჯიშეთ სიგელების, მოსაწვევვი ბარათებისა და ბროშურების შექმნაზე.